saqarTvelos mdinareebi - bakurianiswyali
ტერიტორიული ერთეულები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სათავე | თრიალეთის ქედი |
სიგრძე | 17 კმ |
აუზის ფართობი | 44 კმ² |
მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 17 კმ, აუზის ფართობი 44 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს უღელტეხილის მახლობლად. ახასიათებს გაზაფხულის წყალდიდობა და შემოდგომა-ზამთრის წყალმცირობა. საზრდოობა შერეული ტიპისაა. ხეობის განიერ ნაწილში გაშენებულია კურორტი ბაკურიანი.